მთავარი » 2011 » ივლისი » 18 » უკრაინის ხელისუფლება წამლების ბაზრის მონოპოლიზაციას გეგმავს
12:58 PM
უკრაინის ხელისუფლება წამლების ბაზრის მონოპოლიზაციას გეგმავს



უკრაინის ხელისუფლება წამლების იმპორტის სრულ ცენტრალიზაციას გეგმავს და ამ მიზნით მწარმოებლებზე ზეწოლას ახდენს. ამის შესახებ უკრაინული საქმიანი გამოცემა „დელო" წერს.

უცხოელ და ადგილობრივ მწარმოებლებს ესმით, რომ მას შემდეგ, რაც ვინმე დისტრიბუციასა და მიწოდებაზე მონოპოლიას მოიპოვებს, ბაზარზე ხელიმისაწვდომობასაც ის გააკონტროლებს. სწორედ ეს ერთი მოთამაშე განსაზღვრავს, ვის და რა პირობებით აქვს ბაზარზე მუშაობის უფლება.

ფარმაცევტული დარგისთვის ხელისუფლებისადმი დათმობა ნიშნავს საკუთარი ლიკვიდაციის დაჩქარებას და დამოუკიდებლად მუშაობის საშუალების დაკარგვას. კომპანიების წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბრებში აცხადებენ, რომ ყველა ფინანსური ნაკადი ამ ბაზარზე ცენტრალიზებული იქნება ისევე, როგორც ეკონომიკის სხვა დარგებში.

მათივე თქმით, კონკურენციის არსებული მექანიზმები ლიკვიდირებული იქნება. ყველა სახელმწიფო შესყიდვა ერთიანი კონტროლით მოხდება, ხოლო მიღებული თანხები ერთ ჯიბეში აღმოჩნდება.










კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1561 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar