მთავარი » 2011»იანვარი»26 » ირანს, თურქეთსა და საბერძნეთს ამერიკელი მეცნიერები დამანგრეველ მიწისძვრებს უწინასწარმეტყველებენ
6:45 PM
ირანს, თურქეთსა და საბერძნეთს ამერიკელი მეცნიერები დამანგრეველ მიწისძვრებს უწინასწარმეტყველებენ
აშშ-ის კალიფორნიის უნივერსიტეტის
მეცნიერემა მსოფლიო რუკაზე ის ქალაქები მონიშნეს, რომლებიც სეისმურად
ყველაზე საშიშ ზონაში მოექცნენ. სეისმოლოგიური კვლევის შედეგად ამერიკელი
მეცნიერი როჯერ ბაიხალამი ამტკიცებს, რომ ევროპისა და აზიის რემდენიმე
ქალაქი უახლოესი 40 წლის განმავლობაში მიწათან გასწორდება. ინფორმაციას
ამის სესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს. ამერიკელი
მეცნიერი ამტკიცებს, რომ სეისმურად აქტიურ ზონაში ისეთი მჭიდროდ
დასახლებული მეგაპოლისები მოხვდა, როგორებიცაა: თეირანი, სტამბული,
კატმანდუ და კარაჩი. რაც შეეხება ევროპას, ძლიერი მიწისძვრების საფრთხე
ლისაბონს, ათენსა და მესინას ემუქრება. აღნიშნულ ქალაქებში მიწისქვეშა
ბიძგები შესაძლოა რიხტერის შკალით 7 ბალს გაუტოლდეს.