მთავარი » 2011 » იანვარი » 14 » გოლდი ჰოუნის ყოფილმა ქმარმა მსახიობის შესახებ სკანდალური წიგნი დაწერა
12:31 PM
გოლდი ჰოუნის ყოფილმა ქმარმა მსახიობის შესახებ სკანდალური წიგნი დაწერა

Allfile.Do.Amყოფილმა
მუსიკოსმა ბილ ჰადსონმა, რომელიც ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავის გოლდი
ჰოუნის ქმარი იყო, მათი ერთობლივი ცხოვრების შესახებ სკანდალური წიგნი
დაწერა. წიგნის სახელწოდებაა "ე.ი. შენ ვარსკვლავი ხარ". ჰადსონის
ლიტერატურული აგენტი წიგნს "ნამდვილ ნაღმს" უწოდებს. მსახიობის ყოფილი
ქმარი ახლა გამომცემელს ეძებს, რომელსაც წიგნის დაბეჭდვის უფლებას ყველაზე
ძვირად მიყიდის.

წიგნის ავტორი ყვება, რომ მსახიობმა ქორწინებიდან
ცოტა ხანში ქმრის ღალატი დაიწყო. ჰოლივუდში გოლდის მეტსახელიც ქონდა:
"ყოველთვის მზად გართობისთვის". ჰადსონის თქმით, გოლდი მას დაუფარავად
ეუბნებოდა, რომ სხვა მამაკაცს ხვდებოდა. "სულიერად ძალიან ახლოს ვარ
შენთან, მაგრამ მე ყოველთვის თავისუფალი ქორწინების მწამდა!", - ეუბნებოდა
მეუღლეს გოლდი.

ჰადსონისა და ჰოუნის ქორწინება 4 წელს გაგრძელდა
(1976-1980). მათ ორი შვილი შეეძინათ - ოლივერი და კეიტი (ამჟამად ცნობილი
მსახიობი). როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, კეიტი წლინახევრის იყო.
ჰადსონი ყოფილ მეუღლეს იმაში ადანაშაულებს, რომ ის მას ბავშვების ხშირად
ნახვის საშუალებას არ აძლევდა და მათ მამის წინააღმდეგ განაწყობდა. გოლდი
ჰადსონთან განქორწინების შემდეგ ასევე ცნობილ მსახიობ კურტ რასელზე
დაქორწინდა და ახლაც მასთან ცხოვრობს.

Allfile.Do.Amკეიტ
ჰადსონი მამას დღემდე ოჯახის მიტოვებაში ადანაშაულებს, რასაც ის ასე
პასუხობს: "მას უბრალოდ საკუთარი ცხოვრებისგან დრამის შექმნა სურს. ის
ძალიან პრივილეგირებულ პირობებში გაიზარდა, კერძო თვითმფრინავით მგზავრობდა
და ა.შ. დრამა რომ არ გამოეგონა, მის მიმართ სიმპატიით არავინ
განეწყობოდა".

65 წლის გოლდი ჰოუნი მაყურებლისთვის ცნობილია
ფილმებით - "კაკტუსის ყვავილი" (რომლისთვისაც 1969 წელს "ოსკარი" მიიღო),
"რიგითი ბენჯამინი", "სიკვდილის პირისპირ", "ბორტს მიღმა" და "პირველი
ცოლების კლუბი".

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.








კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1473 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar