მთავარი » 2011 » იანვარი » 14 » წელს სასწავლო ოლიმპიადაში მოსწავლეთა უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობს
12:26 PM
წელს სასწავლო ოლიმპიადაში მოსწავლეთა უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობს


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობას გაეცნო.
ოლიმპიადის ისტორიაში 2011 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში  მონაწილეთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. მეორე ტურში 85 ათასამდე  მოსწავლე გადავიდა. ოლიმპიადის მეორე ტური საქართველოს 65 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 91 სკოლაში მიმდინარეობს.
ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს ინფორმატიკის ოლიმპიადით დაიწყო. 11 იანვარს მეორე ტური  ჩატარდა უცხო ენასა და მათემატიკაში.  12 იანვარს - ისტორიასა და ფიზიკაში, ქართულ ენასა და ქიმიაში 13 იანვარს გაიმართება მეორე ტური, 14 იანვარს - გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, რამოდენიმე წელია სხვადასხვა საგანში შემოქმედებითი ოლიმპიადა ტარდება.  ოლიმპიადის მიზანია გამორჩეული ცოდნითა და ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი წახალისება და სასწავლო პროცესის სტიმულირება. ჰუმანიტარულ საგნებში მოსწავლეებს მოეთხოვებათ როგორც ფაქტობრივი ცოდნა, ასევე, წყაროს ინტერპრეტაცია, საკუთარი აზრის გამოხატვა, არგუმენტირებულად დასაბუთება და კრიტიკული აზროვნება. ტექნიკურ საგნებში კი, მიღებული ცოდნის გამოყენება როგორც თეორიულ,  ასევე პრაქტიკული შინაარსის ამოცანების ამოსახსნელად.










კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1313 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar