მთავარი » 2011»იანვარი»14 » საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 153 მლნ-ს ტრანში გამოუყო
12:19 PM
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 153 მლნ-ს ტრანში გამოუყო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის
დირექტორთა საბჭომ ოთხშაბათს საქართველოსთან თანამშრომლობის მეშვიდე და
მერვე მიმოხილვა დაასრულა. როგორც სსფ-ს მიერ გავრცელებულ
განცხადებაშია ნათქვამი, „ეს შესაძლებლობას აძლევს ფონდს, დაუყონებლივ
გამოყოს საკრედიტო ტრანში 153 მლნ დოლარის ოდენობით". დოკუმენტში
აღნიშნულია, რომ საქართველო მომავალში აპირებს განიხილოს პროგრამა,
როგორც პროფილაქტიკური საშუალება და ფინანსური საშუალებები მის ფარგლებში
არ მოიზიდოს. იქვე აღნიშნულია,
რომ სსფ-ს საქართველოსთან თანამშრომლობის პროგრამა 2011 წლის 14
ივნისამდე გრძელდება და მისი მიზანია საქართველოს მაკროეკონომიკურ
პოლიტიკის მხარდაჭერა სავალუტო რეზერვების გაზრდის ხარჯზე, რითაც
უზრუნველყოფს ინვესტორების ნდობას. საერთო მოცულობა პროგრამის 1 მილიარდ
დოლარს შეადგენს.