მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » ვიქტორია ბექჰემმა სილიკონის მკერდი მოიშორა
1:00 PM
ვიქტორია ბექჰემმა სილიკონის მკერდი მოიშორა



ბოლო დროს მსოფლიოში ცნობილმა რამდენიმე ადამიანმა ხელოვნურ მკერდზე უარის თქმა გადაწყვიტა. პამელა ანდერსონი სექს-სიმბოლოს ტიტულის დაკარგვას არ შეუშინდა და სილიკონის მკერდი მოიშორა.

ახლა კი მის მაგალითს ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის ცოლმა ვიქტორიამაც მიბაძა. ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ კარიერის დასაწყისში ვიქტორიას ბუნებრივი მკერდი ჰქონდა. გათხოვების შემდეგ კი ყოფილი მომღერალი ძალიან შეიცვალა - ის უფრო სექსუალური და გამომწვევი გახდა.

თუმცა ახლა ვარსკვლავის ფოტოებზე ჩანს, რომ ვიქტორიას სილიკონის მკერდი აღარ აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ბუნებრივი მკერდი, რომელიც მშობიარობის შემდეგ ნულიდან ორ ზომამდე გაეზარდა, ხელოვნურ მკერდთან შედარებით უფრო უხდება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.










კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1278 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar