მთავარი » 2010 დეკემბერი 31 » ნიკა გილაური: 2011 წელი სტაბილურობის გარანტი იქნება
12:05 PM ნიკა გილაური: 2011 წელი სტაბილურობის გარანტი იქნება | |
პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურის შეფასებით, 2010 წელს საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრში მოექცა. "ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში განსაკუთრებით კარგად ჩატარდა არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო ექსპერტმა სამართლიანად და თავისუფლად აღიარა, ასევე მივიღეთ ახალი კონსტიტუცია და რუსეთის მცდელობის მიუხედავად, საერთაშორისო ოზოლაციაში მოექცია საქართველო, ჩვენი ქვეყანა პირიქით - საერთაშორისო პოლიტიკურ ცენტრში აღმოჩნდა. ამას მოწმობს წლის განმავლობაში გამართული სამიტები და პრეზიდენტ სააკაშვილის უამრავი ორმხრივი შეხვედრა", - განაცხადა გილაურმა წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე და აქვე ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონთან გამართული შეხვედრები გამოყო. რაც შეეხება მომავალ წელს, პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, 2011 წელი აუცილებლად სტაბილურობის გარანტი იქნება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |