იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე კომპანია LG–ის სმარტფონის ახალი მოდელის ზარისთვის მელოდიას დაწერს. მოწყობილობა
LG Optimus 2X–ი, რომლის რინგტონებსაც მორიკონე შექმნის, გაყიდვაში 2011
წლის პირველ კვარტალში გამოჩნდება. მწარმოებლის განცხადებით, ეს იქნება
მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელიც ორბირთვიანი პროცესორის საფუძველზე
შეიქმნება. შეგახსენებთ, რომ ენიო მორიკონე ცნობილია მრავალრიცხოვანი
ფილმების საუნდტრეკების ავტორობით. კერძოდ, მისი ნაწარმოებები ჟღერს ფილმ
„ლოლიტაში", „ერთხელ ამერიკაში", „პროფესიონალსა" და სერიალ „რვაფეხაში".