მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » პარლამენტის შენობის წინ ხვალ ნაძვის ხე აინთება
7:08 PM
პარლამენტის შენობის წინ ხვალ ნაძვის ხე აინთება



პარლამენტის შენობის წინ ხვალ დედაქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე აინთება.
საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში ხვალიდან დაიწყება. სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიიდან ხვალ სანტა-კლაუსი მთაწმინდის პარკისკენ მარხილით დაიძვრება. ის მთაწმინდის პარკში ახალი წლის დადგომამდე, 1-ელ იანვრამდე იცხოვრებს და ბავშვებს საჩუქრებს დაურიგებს.
პატარებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები. სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე ილუზიონისტის და ანიმატორების შოუები გაიმართება. მთაწმინდის პარკში კი ქართველი მომღერლების მონაწილეობით პოპ-მუსიკის კონცერტი ჩატარდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: გოგოლა კალანდაძე, მალხაზ ქვრივიშვილი, რუსა მორჩილაძე, ,,სეიშენი", დუეტი ,,ჯორჯია", ნოდიკო ტატიშვილი, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე, მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, ეთერ კაკულია, ლევან ჩიჩუა, ალეკო ბერძენიშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, თაკო გაჩეჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, ნინი ბადურაშვილი, ქეთი ფარესაშვილი, მარიამ კახელიშვილი, ნინი შერმადინი, ლაშა ღლონტი, ანი კეკუა, ნინა წკრიალაშვილი, მარიამ როინიშვილი, ანსამბლი `ჩოხოსნები~.
დღის ბოლოს პარლამეტის შენობის წინ ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონია და პარლამენტის შენობაზე 3D ვიდეო-პროექციის პრეზენტაცია გაიმართება. საახალწლო პროგრამა პატარებს 7 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა სიურპრიზს ჰპირდება.










კატეგორია: ჩვენი საქართველო | ნანახია: 1319 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar