მთავარი » 2010 დეკემბერი 24 » ნიკა გილაური ელექტროენერგიაზე 20 ლარიანი ვაუჩერების გაცემის ინიციატივით გამოდის
7:05 PM ნიკა გილაური ელექტროენერგიაზე 20 ლარიანი ვაუჩერების გაცემის ინიციატივით გამოდის | |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის ვაუჩერების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ნიკა გილაურმა მესტიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტმა ინფლაციური პროცესებისგან მოსახლეობის დასაცავად შესამუშავებული პროგრამების ბედი მოიკითხა. გილაურის თქმით, მთავრობამ რამდენიმე ვარიანტი განიხილა და საბოლოოდ, არჩევანი ელექტროენერგიაზე შეაჩერა. "ელექტროენერგიის ვაუჩერს ბოლოსთვის შევიმუშავებთ. ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებთან მოლაპარაკებას წლის ბოლომდე დავასრულებთ. საუბარია იმაზე, რომ ყველა ოჯახი მიიღებს 20-20 ლარიან ელექტროენერგიის ვაუჩერს, რომელსაც ისინი მოხმარებული დენის საფასურის გადასახდელად გამოიყენებენ. ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად პრობლემას ვერ მოხსნის, მაგრამ გარკვეულწილად შევეხიდებით მოსახლეობას", - განაცხადა გილაურმა. პრემიერ-მინისტრის გათვლებით, ეს პროგრამა მთავრობას დაახლოებით 20-დან 25 მილიონ ლარამდე დაუჯდება. "20 ლარი - ეს არის ელექტროენერგიის დაახლოებით ერთი თვის საშუალო მოხმარება და თუ ეს ინიციაიტვა დამტკიცდება, მზად ვიქნებით თებერვალში ის უკვე განვახორციელოთ", - აღნიშნა გილაურმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |