მთავარი » 2010 » დეკემბერი » 17 » „პეპსის“ საახალწლო აქცია „MP3 პლეერი ყოველ 5 წუთში“ 14 იანვრამდე გასტანს
2:14 PM
„პეპსის“ საახალწლო აქცია „MP3 პლეერი ყოველ 5 წუთში“ 14 იანვრამდე გასტანს


„პეპსის" საახალწლო აქცია „MP3 პლეერი ყოველ 5 წუთში" ბავშვების საყვარელ გასართობად იქცა. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, აქციის წარმატება გამოიწვია პრიზმა – MP3 პლეერმა და მისი მოგების მარტივმა მექანიზმმა, რომლის დანერგვის შედეგად, ყოველ 5 წუთში გაიცემა ერთი საჩუქარი.
როგორც "პეპსიში” აღნიშნავენ, ყველანაირ შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია, რომ კომპანიაში შემოდის ბავშვების მიერ დაწერილი მადლობის წერილები.
ამასთან დაკავშირებით, „პეპსის" მენეჯმენტმა ბავშვებთან შეხვედრა და მათთვის საჩუქრების პირადად გადაცემა გადაწყვიტა. დღეს, ჰიპერმარკეტ „გუდვილში" კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ლომჯარიამ პირადად გადასცა მოგებულებს MP3 პლეერებს და ასევე მოახდინა 2010 წლის შედეგების შეჯამება.
წამახალისებელი აქცია – „მოიგე MP3 პლეერი ყოველ 5 წუთში" ერთი კვირის წინ დაიწყო და 14 იანვრამდე გასტანს. ამ დროის განმავლობაში 4800 ცალი MP3 პლეერი გათამაშდება. აქციის მექანიზმი საკმაოდ მარტივია – „პეპსის" პროდუქტების ყვითელი თავსახურის ქვეშ მოცემული კოდი უნდა გაიგზავნოს SMS-ის სახით ნომერზე 3939 და ხუთი წუთის მანძილზე შემოსულ ნომრებს შორის გათამაშდება ერთ MP3 პლეიერი.
„პრიზიდან გამომდინარე აქციაში ძირითადად  ბავშვები და თინეიჯერები მონაწილეობენ. მასშტაბური სარეკლამო აქციაც სწორედ მათზე იყო გათვლილი და აღსანიშნავია, რომ კომპანია „პეპსიმ" პირველად გამოიყენა ინტერნეტ რეკლამა, რომელმაც მოსალოდნელზე უფრო მეტი შედეგი აჩვენა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ჩვენი მეორე წარმატებული SMS აქცია, პირველი ზაფხულში განხორციელდა, თუმცა ამჟამინდელი აქციის რეზონანსი გასცდა საქართველოს ფარგლებს. სს „იბერია რეფრეშმენტსის" (კომპანია „პეპსი" საქართველოში) წარმატებული SMS აქციით „Pepsico International"-ი დაინტერესდა" – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი ლევან კასრაძე.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ SMS აქციები სიახლე არ არის, ინტერესი გამოიწვია უშუალოდ აქციის კონცეფციამ. „Pepsico International"-ი გეგმავს ჩვენი აქციის მექანიზმის სხვა ქვეყნებში დანერგვას. სავარაუდოდ პირველ ეტაპზე ამ ტიპის პრომო აქციები განხოციელდება დსთ–ს ქვეყნებში.
დავით ლომჯარიას შეფასებით, 2010 წელი კომპანიისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ბაზრის წილი ივნისიდან ოქტომბრამდე 5 პროცენტით გაიზარდა და 35% შეადგინა, რაც განაპირობა კომპანიაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა, „პეპსის" რებრენდინგმა, „პეპსი მაქსის" გამოშვებამ, რომელმაც ქართველი მომხმარებლების ლოიალურობა დაიმსახურა, და ასევე მომხმარებელზე გათვლილმა პრომო აქციებმა.















კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1492 | დაამატა: allfile | ტეგები: პეპსი, akhali tseli, axali celi, axali weli, akhali celi, Pepsi, mp3 player, pepsi.ge | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar