მთავარი » 2010 » დეკემბერი » 17 » მე-3 სერიის BMW 2011 წელს გამოვა
12:28 PM
მე-3 სერიის BMW 2011 წელს გამოვა



კომპანია BMW-ს ახალი თაობის მე-3 სერიის მოდელი უახლოესი 12 თვის განმავლობაში გამოჩნდება. ამის შესახებ ბავარიულ კომპანიაში საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა auto express იუწყება. ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ "სამიანი", ისევე როგორც ბოლო თაობის მე-5 სერიის მოდელები, GT ვერსიითაც გამოვა.

2012 წლის წლის მესამე სერიის მოდელები ჩვეულ მოდიფიკაციას მიიღებენ კუპეს ძარათი. სიახლე ახალი ეკონომიური ძრავითა და უფრო კომფორტული საკიდარებით აღიჭურვება. როგორც მესამე სერიის წინა მოდელები სიახლეც უკანა აძვრის იქნება და ოთხ სტანდარტულ ვერსიად - სედანი, კუპე, უნივერსალი და კაბრიოლეტი - გამოვა. გარდა ამისა, 2013 წლისთვის ბაზარზე უნდა გამოჩნდეს GT ვერსიაც, რომელიც თავის მხრივ, საშუალო კლასის მაღალ ჰეჩბეკს წარმოადგენს.

ახალი თაობის მესამე სერიის მოდელები ბაზარზე გასაყიდად 2013 წლისთვის გამოვა. ცნობილია ისიც, რომ სიახლე ოდნავ გრძელი და განიერი იქნება, რაც საშუალებას მისცემს ავტომობილს, გაზარდოს სივრცე მზავრებისათვის. თავდაპირველად მყიდველს შესთავაზებენ 1,6 და 2,0 ლიტრიან ბენზინის ძრავიან და ახალ ტურბოდიზელის ვარიანტებს. ამ დროისთვის კი ბავარიელები 3-ცილინდრიან ძრავზე მუშაობენ, რომელიც ასევე ამ მოდელებისთვის მოიაზრება.

ავტომობილის დებიუტი 2011 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"














კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1575 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar