მთავარი » 2010 » დეკემბერი » 17 » განახლებული Dodge Journey
12:22 PM
განახლებული Dodge Journey



კომპანიამ Dodge, ოფიციალურად წარმოადგინა ფოტოები და დაწვრილებითი ინფორმაცია განახლებულ მოდელზე - Journey.

გარეგნულად სიახლე ძველი მოდელებისგან, ახალი ბამპერებით, რადიატორის ცხაურით, შუქდიოდის განათებითა და 19-დუიმიანი რბილნადნობი დისკებით გამოირჩევა.

კარდინალურად შეიცვალა ახალი "ჯორნის" სალონი. სიახლეს ახალი მართვის დაფა, აუდიო სისტემისა და კრუიზ კონტროლის სამართავი ღილაკებიანი საჭე და ახალი ცენტრალური კონსოლი აქვს, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია დიდი სენსორული ეკრანი, მის ქვეშ კი კლიმატ-კონტროლოს ბლოკი. გარდა ამისა, გაუმჯებესებულია მასალის ხარისხი, რომლითაც გაწყობილია ავტომობილის ინტერიერი.

რაც შეეხება სიმძლავრის მაჩვენებლებს, ამ მინივენისთვის გათვალისწინებულია 3,5 ლიტრიანი მოცულობის Pentastar-ის V6, რომელიც 283 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში ბრუნვის მაქსიმალური მომენტი 352ნმ-ია. ახალი ძრავი 28 ცხენის ძალით უფრო მძლავრია, ვიდრე მისი წინამორბედი. 

ინჟინრებმა დაკიდებისა და საჭის მართვის სისტემებიც გააუმჯობესეს. განახლებული Dodge Journey-ის გაყიდვა რამდნეიმე დღეში დაიწყება, თუმცა მისი ფასი ჯერ არ სახელდება.

კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა" 












კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1529 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar