მთავარი » 2010 » დეკემბერი » 17 » Ferrari 458 Challenge
12:20 PM
Ferrari 458 Challenge



იტალიის ქალაქ ბოლონაში გამართულ მოტორ-შოუზე კომპანიამ Ferrari ოფიციალურად წარმოადგინა მოდელ Ferrari 458 Italia-ს ახალი სატრეკო ვერსია, რომელიც სპეციალურად შეიქმნა საკუთარი მონო სერიისთვის Ferrari Challenge.

სიახლე ჩაანაცვლებს მოდელს F430 Challenge-ს და ტრადიციული 458 ვერსიისგან მკვეთრად სპორტული ძარათი გამოირჩევა. შეცვლილია ასევე ზამბარები და ამორტიზატორები, სამუხრუჭე სისტემა და 19-დუიმიანი დისკები, რომელიც Pirelli-ს სარბოლო ბორბლებით შეიმოსა.

გარდა ამისა, 458-ის სატრეკო ვერსია უფრო მსუბუქი გახდა თხელი ძარის პანელებისა და ავტომობილის კონსტრუქციაში ჭარბად გამოყენებული ნახშირბოჭკოვანი დეტალების ხარჯზე. მთლიანად შეიცვალა ავტომობილის მინაც, სადაც ტრადიციული შუშის ნაცვლად, პოლიკარბონის ფისისგან დამზადებული მინის შემცველები დამონტაჟდა.

აი, ძრავისთვის კი კონსტრუქტორებს ხელი არ უხლიათ და ის იგივე დარჩა, რაც Challenge-ზე იყო: 4,5 ლიტრიანი V8, რომელიც 570 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ბრუნვის მაქსიმალურ მომენტს 540ნმ-მდე ზრდის. თუმცა ინჟინრებმა მცირედი ცვლილებები შეიტანეს ტრანსმისიაში და დააყენეს სისტემა F1-TRAC მშრალი და წვიმიანი რბოლისათვის. ყოველივე ამ ცვლილებამ გამოიწვია სიჩქარის მცირედი ზრდა. ახალი "იტალია" ფიორანოს ავტოდრომზე საკუთარ მაჩვენებელს 2 წამით აუმჯობესებს.













კატეგორია: ავტო - მოტო | ნანახია: 1595 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar