მთავარი » 2010 » დეკემბერი » 17 » კაილი მინოუგმა კიბოს სძლია და სურს, დედა გახდეს
12:13 PM
კაილი მინოუგმა კიბოს სძლია და სურს, დედა გახდეს



"მინდა, შვილები მყავდეს, მაგრამ ახლა ჩემთვის შვილის გაჩენა ძალიან რთულია", - განაცხდა მომღერალმა კაილი მინოუგმა მიმდინარე წლის ზაფხულში.

მისი ოცნებას ბოლო დრომდე ოცნებად რჩებოდა. კაილის უნაყოფობის მიზეზი კიბო იყო. 2005 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მომღერალმა მორიგი საკონცერტო ტურნე გადადო. ექიმებმა მას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს: მკერდის კიბო. მან გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებოდა. ამჟამად, როგორც კაილი ამბობს, თავს ისევე კარგად გრძნობს, როგორც ავადმყოფობამდე.

"მხოლოდ ძველი ფიზიკური ფორმის აღდგენა მჭირდება. დიდი ხნის მანძილზე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხვის სხეულში ვიყავი, - განუცხადა კაილიმ ჟურნალ Glamour-ს.

მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, მომღერალს დაფეხმძიმება აღარ შეუძლია, მაგრამ კაილი იმედს არ კარგავს და დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებას აპირებს.

"რამდენიმე ვერსიას განვიხილავ, ჯერჯერობით ზუსტად არაფრის თქმა შემიძლია, თუმცა ვიცი, რომ ოჯახის შექმნის ყველა პოტენციური შესაძლებლობა უნდა განვიხილო. დღეს ამერიკელ მეცნიერებს სასწაულების მოხდენა შეუძლიათ!", - აცხადებს მომღერალი.

კაილიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ დედა ვერ გახდება, საკუთარი ცხოვრებით მაინც კმაყოფილია. უახლოეს მომავალში მომღერალი მეთერთმეტე ალბომის (Aphrodite) მხარდასაჭერად მსოფლიო ტურნეს გეგმავს, რომელიც 2011 წლის 19 თებერვლიდან სტარტს დანიაში აიღებს.

მომზადებულია Glamour-ის მიხედვით.
















კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1309 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar