მთავარი » 2010 დეკემბერი 17 » მართლმადიდებლური სამყარო წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს
11:04 AM მართლმადიდებლური სამყარო წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს | |
დღეს, მართლმადიდებლური სამყარო წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დილიდან საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღესრულება. დიდმოწამე ბარბარე IV საუკუნეში, კეისარ მაქსიმიანეს დროს, ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა. იგი მდიდარი, წარჩინებული წარმართი კაცის, დიოსკორეს ერთადერთი ქალიშვილი იყო. ბარბარე მამისგან მალულად გახდა ქრისტიანი, რამაც დიოსკორე ისე განარისხა, რომ ქალიშვილს თავად მოჰკვეთა თავი. მოგვიანებით დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ წმინდა ნაწილები კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები დასვენებულია კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული. წმიდა ბარბარეს ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისთვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |