სამდღიანი სამაშველო სამუშაოები მესტიაში უშედეგოდ დასრულდა. მაშველებმა თოვლში მოყოლილ ალპინისტს, კარლო ხერგიანს, ვერ მიაკვლიეს. შინაგან
საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა
სამძებრო სამუშაოები დილიდან განაახლა. ზვავში მოყოლილი მთასვლელის
მოსაძებნად რამდენიმე ჯგუფი ერთდროულად მუშაობდა. ოპერაციაში ვერტმფრენიც
ჩაერთო, თუმცა დაკარგულის პოვნა დღეისთვის ისევ ვერ მოხერხდა. ადგილზე
სოფელში შექმნილი სპეციალური სამაშველო ჯგუფი დარჩა. ადგილობრივი
ალპინისტები, გიორგი ნავერიანი და კარლო ხერგიანი, თეთნულდის მწვერვალზე
ასვლისას მთიდან წამოსულმა ზვავმა მოიყოლა. ნავერიანმა თოვლს თავი დააღწია,
მისი მეგობარის შესახებ კი ამ დრომდე არაფერია ცნობილი.