მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16 » უკრაინის მთავრობა ჩერნობილში ექსტემალური ტიპის ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს
9:59 PM
უკრაინის მთავრობა ჩერნობილში ექსტემალური ტიპის ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავს



ჩერნობილის მხარეში შესაძლოა ექსტრემალური ტურიზმის განვითარებას ხელი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეუწყოს. ცნობას ამის შესახებ რია ნოვოსტი უკრაინის ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო სამსახურის უფროსის ანატოლი პახლიას ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი მიზანია უკრაინაში ტურიზმის ძალიან ბევრი ნაიორსახეობა განვავითაროთ. მსოფლიო კლასიფიკაციის მიხედვით, სულ ტურიზმის 150 განხრა არსებობს, აქედან 100 ჩვენს ქვეყანაში უკვე განვითარებულია. ბოლო დროს ექსტრემალურ ტურებზე მოთხოვნილებამ საგრძნობლად იმატა. მსგავსი მოგზაურობის მოყვარულებს უკრაინა საინტერესო ტურებს ჩერნობელში სთავზობს."- აღნიშნა პახლიამ.
მისი თქმით, ტურები ჩერნობელში ერთდღიან ხასიათს ატარებს და საგულდაგულო მომზადებას საჭიროებს. მსურველებს სთავაზობენ სპეც-ტანსაცმელს, მარშრუტზე სპეციალისტები მუშაობენ და არჩევენ ისეთ ადგილებს, სადაც რადიაციის დონე მინიმალურია.
შეგახსენებთ, რომ ავარია ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურზე 1986 წლის 26 აპრილს მოხდა და ამ დრომდე ატომური ენერგეტიკის ისტორიაში ყველაზე მაშტაბურად ითვლება.













კატეგორია: დედამიწის გარშემო | ნანახია: 1351 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar