ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ინდოეთში მეორედ იქორწინებენ
ჰოლივუდის
ვარსკვლავებმა ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ქორწინების გამყარება
გადაწყვიტეს - წყვილი ინდოეთის ქალაქ ჯოდხპურში "განმეორებით" საქორწინო
ცერემონიას გამართავს. ცერემონია ახალი წლის წინა დღეს ინდუიზმის კანონების
შესაბამისად გაიმართება.
The Times of India-ს მიერ ბრიტანულ
საიტებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაზე თავად ვარსკვლავები
ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. მომავალი "ახალდაქორწინებულების"
სულიერი გურუ - 84 წლის რამ ლალ სიანგიც დუმილს ინარჩუნებს. როგორც The
Times of India აღნიშნავს, ამ ინდოელმა მოძღვარმა ორივე კინოვარსკვლავის
მშფოთვარე ცხოვრებაში სიმშვიდის შეტანა შეძლო და ჰარმონიული ურთიერთობის
დამყარებაში დაეხმარა.
სიანგის გავლენით ჰოლივუდის ორი ვარსკვლავი
ინდუიზმს ეზიარა და მას შემდეგ ეს რელიგია იოგას ვარჯიშებთან ერთად,
წყვილის სულიერ ცხოვრებას განსაზღვრავს. ჯოლი და პიტი ყოველ დილა-საღამოს
მანტრას კითხულობენ, რომელიც მათ გურუმ გადასცა. მანტრა ცოლ-ქმარს,
რომლებიც დაშორების საფრთხის წინაშე არაერთხელ ყოფილა, ურთიერთობის
მოგვარებაში ეხმარება.