მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16 » ქრთამის აღების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს
7:22 PM
ქრთამის აღების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს



შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ქრთამის აღების ფაქტზე, შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციის მაიორი სოსო გოგინაშვილი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა პოლიციელმა, მის წარმოებაში არსებული გამოსახლების პროცესის დაჩქარებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან, ქრთამის სახით, 500 აშშ დოლარის აიღო.
დაკავებული პოლიციელი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მიმდინარეობს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.
მოქმედი კანონმდებლობით, ქრთამის აღება 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.











კატეგორია: სამართალი | ნანახია: 1417 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar