მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16 » 2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას სამცხე-ჯავახეთის პედაგოგები გაეცნენ
7:04 PM
2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას სამცხე-ჯავახეთის პედაგოგები გაეცნენ



ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლები ახალციხის №7 სკოლა-პანსიონს ეწვივნენ, სადაც  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 34 მოსწავლე სწავლობს. ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბავშვებს საჩუქრები გადასცა. ეს სკოლა ერთ-ერთია იმ სამი სკოლიდან, რომელსაც კურატორობას ცენტრი უწევს. ამავე დღეს ახალციხის №5 საჯარო სკოლაში სამცხე-ჯავახეთის პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ახალი 2011-2016 წლების  სასწავლო გეგმის პრეზენტაცია იყო.
შეკრებილ 100 პედაგოგს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა წარუდგინა და მასზე მუშაობის პროცესზე, სტრუქტურასა და მიზნებზე ესაუბრა.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი დანიშნულებაა მოსწავლეებს მისცეს ცოდნა, დაეხმაროს უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების გამომუშავებაში, პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რომელსაც ანალიზისა და ლოგიკური მსჯელობის უნარი ექნება.
2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმის შემუშავებაზე ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებთან ერთად, მოწვეული ექსპერტები - აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოქმედი პედაგოგებიც მუშაობდნენ.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ეტაპობრივად დაინერგება. 2011-2012 სასწავლო წელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებით საფეხურზე (I-VI კლ.) ამოქმედდება, ხოლო 2012-2013 სასწავლო წელს  კი საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლ.).
შეხვედრაზე პედაგოგები ყველა იმ სიახლეს გაეცნენ, რაც ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში აისახა: შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურა,  ცვლილებები შევიდა საგნობრივ პროგრამებში, ყოველ საგანში გათვალისწინებულია  შინაარსის სულ მცირე  60%-დან 80%-მდე  სავალდებულო ნაწილი, შემოვიდა ახალი საგნები, კერძოდ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,  სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება,  ცეკვა. დაიწყო  ახალი საგნის "მსოფლიო კულტურის" პილოტირება.   ასევე, გაძლიერდა საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის სწავლება, გაიზარდა არჩევითი საგნების ჩამონათვალი და სხვ.
ეროვნული სასწავლო გეგმის პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორის მოადგილემ თეა პაიჭაძემ, მათემატიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე სლოვინსკაიამ და გეოგრაფიის ექსპერტმა მანანა რატიანმა.

















კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1473 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar