მთავარი » 2010 » დეკემბერი » 16 » მანდატურები - უფროსი მეგობრები
7:02 PM
მანდატურები - უფროსი მეგობრები



„უფროსი მეგობრები" - მოზარდები მანდატურებს ძირითადად ასე აფასებენ. მათი რეიტინგი საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება.მოსწავლეებისა და მშობლების ნდობის მოსაპოვებლად მათ სულ რამდენიმე თვე დასჭირდათ.
ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი ყოველდღიურად იცავენ ბავშვების უსაფრთხოებას და დისციპლინას სკოლის ტერიტორიაზე.  ამ ფაქტის პოზიტიური შედეგები კი მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამაც დაადასტურა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 83% დადებითად აფასებს მანდატურების ინსტიტუტის შემოღებას.
მანდატურების მიზანია იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე. ისინი პირველად 2010 წლის 12 აპრილს თბილისის 10 საპილოტე სკოლაში შევიდნენ. სასწავლო წლის დაწყებიდან თბილისის საჯარო  სკოლებში გადანაწილდნენ., პარალელურად მანდატურები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გამოჩნდნენ. მომზადება სკოლის მანდატურებმა ერთი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში გაიარეს.
როგორ მუშაობენ და რა პრობლემებს აწყდებიან სკოლებში, ამ საკითხზე სკოლის მანდატურის სამსახურის ხელმძღვამელის მოადგილე გელა გელაძე გვესაუბრება:

ბატონო გელა, რა არის მანდატურების საქმიანობის მთავარი მიზანი?

-უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ. სკოლებში მანდატურების შესვლის შემდეგ საზოგადოებაში  ამ ინსტიტუტის მიმართ დიდი ნდობა და პატივისცემა გაჩნდა, ამის აშკარა გამოხატულებაა ის, რომ სკოლებში შემცირდა დისციპლინის დარღვევის და ძალადობის ფაქტები. სკოლის  მანდატურის საჯარო სკოლებში შესვლის შემდეგ სტატისტიკური მონაცემებით სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები აღმოფხვრილია. 80% შემცირებულია მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები, 75% შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები (ე.წ შატალო). 95% აღმოიფხვრა პულის გამოძალვის ფაქტები. 80% შემცირდა მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები. 90% შემცირდა საჯარო ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები.ძირითადად  ადგილი ჰქონდა ისეთი სახის დარღვევებს როგორიცაა: დაგვიანებები, გაცდენები, თამბაქოს მოხმარების ფაქტები, შატალოს მცდელობის ფაქტები.

რომელი საკანონმდებლო  დოკუმენტი განსაზღვრავს მანდატურების უფლებებს?

სკოლის მანდატურის სამსახურის უფლება მოვალეობები, რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის აგვისტოს ბრძანებით. ჩამოგითვლით იმ ძირითად უფლება მოვალეობებს რაც ევალება მანდატურს:

  1.  სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი
  2.  სკოლის სამეურვეო საბჭოს, პედსაბჭოს, დირექციის ან მასწავლებლის თხოვნით სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან გასაუბრება.
  3.  საგანგებო სიტუაციებში (მიწის ძვრა, ხანძარი) მოსწავლეთა სკოლაში მომუშავე სხვა პირთა დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა.
  4.  დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება. კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება.
  5.  დარღვევების შემთხვევაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შევსება და მისი წარდგენა სკოლის, დირექტორის და სამსახურის უფროსისთვის.

ამჟამად რამდენ სკოლაში მუშაობს მანდატურის სამსახური?

სკოლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით სკოლის მანდატურის სამსახური 2010 სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, ფოთის და რუსთავის საჯარო სკოლებში ამოქმედდა. 2010 წლისთვის მანდატურების საჯარო სკოლებში შესვლის პროცესი უკვე დასრულებულია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა უკვე გაცილებით მეტი მოზარდის მშობელი იქნება მშვიდად. მანდატურის ფუნქცია დანაშაულის პრევენცია ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მანდატურები ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ. რაც შეეხება მოსწავლეების დამოკიდებულებას მანდატურების მიმართებაში, ვფიქრობ, მათ შორის მეგობრული ურთიერთობები დამყარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

















კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1361 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar