ვერა ქობალია საზღვაო სფეროს საერთაშორისო ექპერტებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრი ვერა ქობალია დღეს საზღვაო სფეროს საერთაშორისო ექპერტებს ბათუმის
„შერატონში" შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც ვერა ქობალიასთან ერთად
საზღვაო – სატრანსპორტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კაპიტნები და
მეზღვაურები დაესწრნენ, მხარეებმა საზღვაო ადმინისტრაციაში შექმნილ
პრობლემებზე იმსჯელეს. საერთაშორისო ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს
გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები მისცეს იმასთან დაკავშირებით,
როგორ უნდა მოხერხდეს ქართველ მეზღვაურთა დიპლომების საერთაშორისო
აღიარების მოპოვება. შეხვედრის დასასრულს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრმა საზღვაო ადმინისტრაციაში მიმდინარე რეფორმებზეც
ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციაში ახალი კადრების მოზიდვა დაიწყო და
ვაკანსიების შესახებ ინფომაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია.