მთავარი » 2010 » დეკემბერი » 15 » ტვინი / brain - tvini
8:33 PM
ტვინი / brain - tvini



ტვინი — ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების რეგულაციისა და უმაღლესი ნერვული მოქმედების განხორციელების ყველაზე სრულყოფილ ფორმებს. ტვინის ძირითადი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია ნეირონი. ფილოგენეზში ნერვული უჯრედების დიფუზური ბადე იცვლება განკერძოებული ნერვული კვანძებით, რომელთა განსაზღვრული სახით განლაგება ქმნის მუცლის ძეწკვს — მუცლის ტვინს. ზოგიერთ მწერსა და მოლუსკს უაღრესად აქვს განვითარებული თავის განგლიონი, ე. წ. თავის ტვინი. ანთროპოგენეზის პროცესში ტვინის თვისებრივმა გარდაქმნამ და დიფერენციაციამ ოპტიმალური კომპლექსი შექმნა ნეოანთროპში, რომელშიც შეთავსებულია ტვინისა და დიდი ტვინის დიდი შეფარდებითი მასა და ახალი ქერქის ძლიერი განვითარება, სპეციფიკური ციტოარქიტექტონული ველების წარმოქმნა, რაც დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისათვის. ინტეგრაციის მაღალი დონე უზრუნველყოფილია ნეირონების დიდი რაოდენობით, მაღალი სპეციალიზაციით, ურთიერთგანლაგებისა და კონტაქტების სირთულით.













კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1250 | დაამატა: allfile | ტეგები: Wikipedia, vikipedia, nervuli, ka.wikipedia.org, Brain, tvini, medicina, ტვინი, nervebi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar