მთავარი » 2010 » დეკემბერი » 15 » მოსკოვში რუსებსა და კავკასიელებს შორის ორი შეტაკება მოხდა - დაკავებულია 100-მდე ადამიანი
8:28 PM
მოსკოვში რუსებსა და კავკასიელებს შორის ორი შეტაკება მოხდა - დაკავებულია 100-მდე ადამიანი



მოსკოვში დღეს რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდების ჯგუფსა და კავკასიის დიასპორის წარმომადგენლებს შორის ორი შეტაკება მოხდა . ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსს" "რუსკი ობრაზის" ხელმძღვანელმა დიმიტრი დემუშკინმა აცნობა.
მისი ინფორმაციით, კავკასიელებთან შეტაკება მეტროსადგურებთან "კიევსკაიასთან" და "აეროპორტთან" მოხდა.
შეტაკებების შედეგად მოსკოვის მილიციამ კიევის ვაგზლის ტერიტორიაზე 100-მდე ადამიანი დააკავა .
სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, მოსკოვის შს მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ დაკავებულთაგან ზოგიერთს ჩხრეკის დროს ტრავმატული იარაღი, დანები და ელექტროშოკები აღმოაჩნდა.

სამმართველოში ასევე აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში დედაქალაქში სიმშვიდეა და სამართალდამცავები ვითარებას აკონტროლებენ. "მილიციის თანამშრომლები შინაგან ჯართან ერთად მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებში პატრულირებენ", – განაცხადა მოსკოვის შს მთავარი სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ ბირიუკოვმა. მისი თქმით, პროფილაქტიკის მიზნით, სამართალდამცავები მოქალაქეებს საბუთებს უმოწმებენ.

რუსეთში გასულ კვირაში დაპირისპირებები ეროვნულ ნიადაგაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც კავკასიური წარმოშობის პირმა საფეხბურთო კლუბ მოსკოვის "სპარტაკის" გულშემატკივარი მოკლა. გასულ შაბათს დამნაშავის დასჯის მოთხოვნით მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მანიფესტაციები გაიმართა, რაც სპეცრაზმთან შეტაკებებში გადაიზარდა.
მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
















კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1238 | დაამატა: allfile | ტეგები: rian.ru, onllinenews.ge, imedi.ge, www.rian.ru, rianovosti, rustavi2.com | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar