მთავარი » 2010 დეკემბერი 15 » გიგი უგულავა უცხოელ ბიზნესმენებს შეხვდა
1:30 PM გიგი უგულავა უცხოელ ბიზნესმენებს შეხვდა | |
თბილისი თურქული და საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელთა 60–კაციან დელეგაციას მასპინძლობს. საქართველოში ის ბიზნესმენები ჩამოვიდნენ, რომლებსაც ახალ, საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო ცენტრში საკუთარი ბრენდების მაღაზიების გახსნა სურთ. უკვე გადაწყვეტილია, რომ "ფორუმ აფთაუნ თბილისში", რომელიც 2011 წელს უნდა გაიხსნას, ათობით საერთაშორისო ბრენდის მაღაზია განთავსდება. ბიზნესმენებს თბილისის მერი გიგი უგულავაც შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი ის 3 000 სამუშაო ადგილია, რომელიც პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |