მთავარი » 2010 » დეკემბერი » 15 » ევროპარლამენტი ადამიანის უფლებებზე ანგარიშს განიხილავს
1:11 PM
ევროპარლამენტი ადამიანის უფლებებზე ანგარიშს განიხილავს


ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას ასობით ადამიანი ესმხვერპლა, ათობით ათასი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებათა 2009 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა განიხილონ.
ანგარიშში მითითებულია, რომ რუსეთს ამ დრომდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების მხოლოდ პირველი პუნქტი აქვს შესრულებული.
ევროპრლამენტი ასევე წუხილს გამოთქვამს ქართული სოფლების განზრახ ნგრევის გამო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დროს და მომდევნო პერიოდში და იმის გამოც, რომ ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები ამ დრომდე დაუსჯელი რჩება.
ევროპარლამენტი მიესალმება საერთაშორისო ფაქტების დამდგენი კომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს და მხარს უჭერს მის ძირითად დასკვნებს.














კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1393 | დაამატა: allfile | ტეგები: euro parliament, parlamenti, ParLiamenT, onlinenews.ge, evroparlamenti, evro, evro parlamenti, EuroParliament, Euro | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar