მთავარი » 2010 დეკემბერი 13 » „ქრისტიან-დემოკრატები" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ
2:42 PM „ქრისტიან-დემოკრატები" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ | |
"ქრისტიან-დემოკრატები" ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ხვალ კონსტიტუციურ სარჩელს შეიტანენ. სარჩელის ხელმომწერები, გიორგი თარგამაძისა და მისი გუნდის ლიდერებთან ერთად, ის მოქალაქეები არიან, ვინც ე.წ. გაერთიანებული ქვითრის შემოღებას აპროტესტებენ. "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით, წყლის, ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადებზე საერთო პასუხისმგებლობის დაკისრება ანტიკონსტიტუციური ფენომენი და სახელმწიფოს მხრიდან მონოპოლიური კორპორაციის შექმნის მცდელობაა. "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა სარჩელს თბილისში მცხოვრები გია ლეკიშვილის ოჯახში 10 დეკემბერს მოაწერეს ხელი. ხელმომწერთა შორის პროფესიით ექიმი გია ლეკიშვილიცაა, რომელიც ე.წ. გაერთიანებული ქვითრის შემოღების შესახებ პარლამენტისა და მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |