მთავარი » 2010 » დეკემბერი » 11 » Amazon-მა და iTunes-მა წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომები დაასახელეს
4:24 PM
Amazon-მა და iTunes-მა წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომები დაასახელეს



მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ-მაღაზიებმა, Amazon-მა და iTunes-მა, რომლებიც mp3 ფორმატის მუსიკის რეალიზებას ახდენენ, წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომებისა და სინგლების რეიტინგები შეადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Rolling Stone ავრცელებს.
iTunes-ის ვერსიით, წლის ყველაზე წარმატებული ალბომი ემინემის შემოქმედებას ეკუთვნის და "Recovery"-ის სახელწოდებას ატარებს. ამასთან, Amazon-ის მიერ შედგენილ რეიტინგში, რეპერი მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.
თუმცა, როგორც ჩანს, რეიტინგებს შორის განსხვავება მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა. ასე მაგალითად, iTunes -ის რეიტინგში მესამე ადგილზე ლედი გაგას სინგლი "The Fame"-ია, ხოლო Amazon iTunes-ში აღნიშნული სიმღერა საერთოდ არ დაფიქსირებულა.
თუმცა რეიტინგებს გარკვეული მსგავსებაც გააჩნიათ. ორივე რეიტინგში ჯგუფ Mumford & Sons-ის "Sigh No More", შედეს "Soldier of Love" და პროექტ Lady Antebellum-ის "Need You Now" მოხვდნენ.
მაღაზია iTunes-ის ყველაზე გაყიდვად სინგლად ჯგუფ Train-ის "Hey Soul Sister" დასახელდა. Amazon-ის სიაში კი ქეტი ფერის "California Gurls" ლიდერობს.











კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1507 | დაამატა: allfile | ტეგები: itunes, Recovery, Eminem, emoney, YouTube, myvideo, Amazon | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar