აღნიშნული პროექტი რომის ხელისუფლებამ 2011
წლის იანვარში უნდა დაამტკიცოს. მუზეუმის მშენებლობაზე, რომელიც 5-6
წელიწადში დასრულდება, 100-დან 160 მილიონამდე ევრო დაიხარჯება. აღნიშნული
თანხიდან 50-60 მილიონს ქალაქი გაიღებს, დანარჩენს კი კერძო ინვესტორები
დახარჯავენ. კომპლექსის ნაწილი 2014 წელს აშენდება, როდესაც რომი პირველი იმპერატორის ავგუსტუსის გარდაცვალების 2000-ე წელს აღნიშნავს. ამჟამად
ჩერკის ქუჩასთან, რომელიც მუზეუმის ბაზა უნდა გახდეს, პირველი საუკუნის
ნასახლარები და ძველი წელთაღრიცხვის მე-3-მე-2 საუკუნის შენობების
ნანგრევები მდებარეობს. სწორედ ისინი იქნება მუზეუმის მთავარი
ექსპონატები. რომი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია, რომელსაც ყოველწლიურად საშუალოდ 38 მილიონი ტურისტი სტუმრობს.