მთავარი » 2010 » დეკემბერი » 9 » ბიზნეს გაერთიანებები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ერთიანდებიან
11:43 AM
ბიზნეს გაერთიანებები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ერთიანდებიან



საქართველოში არსებული ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ აქტს _ "ბიზნესის მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ქცევის კოდექსი”.
ღონისძიება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. 
ქცევის კოდექსი დამსაქმებელს დაეხმარება უფრო ეფექტურად იბრძოლოს ტრეფიკინგის, იძულებითი შრომის წინააღმდეგ და ამით უფრო მეტად შეუწყოს ხელი ღირსეულ შრომას ქვეყანაში.  
ქცევის კოდექსით განსაზღვრული პრინციპები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.
სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში” ხელმოწერის ცერემონიალს საერთაშოერისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურების და საქართველოში მოღვაწე ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელები დაესწრებიან.













კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1460 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar