მთავარი » 2010 დეკემბერი 3 » რუსთავის თვითმმართველობა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან იწყებს
9:08 PM რუსთავის თვითმმართველობა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან იწყებს | |
ქალა რუსთავის
თვითმმართველობა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის მიზნით
საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრას იწყებს. ამის შესახებ
საკრებულოს თავმჯდომარემ კახა გურგენიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
„გვინდა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან განვიხილოთ. ჩვენ გვაქვს გარკვეული პრიორიტეტები, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა და ამ პრიორიტეტებს ფართო საზოგადოებას გავაცნობთ. მოვისმენთ მათ მოსაზრებებს და გულდასმით შევისწავლთ თითოეულ შენიშვნას. მზად ვართ დისკუსიითვის, თუ გნებავთ კამათისთვისაც, რათა მომავალი ბიუჯეტი შევაჯეროთ და გავხადოთ მაქსიმალურად ოპტიმალური და ქალაქისთვის მორგებული„– განაცხადა კახა გურგენიძემ და საკრებულოს ყველა წევრს ამ პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. საკრებულოს წევრები, კომისიებისის თავმჯდომარეები და მერიის წარმომადგენლები ხვალ არასამათავრობო სექტორის, ასევე, ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |