მთავარი » 2010 » დეკემბერი » 3 » Wikileaks სარკოზი-მედვედევის შეხვედრის დეტალებზე წერს
3:54 PM
Wikileaks სარკოზი-მედვედევის შეხვედრის დეტალებზე წერს


"ვიკილიქსმა" აგვისტოს ომის შესახებ კიდევ ერთი ახალი მასალა გამოაქვეყნა. 2008 წლის 8 სექტემბრით დათარიღებულ საიდუმლო წერილში დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის შეხვედრის დეტალებზეა საუბარი.
დიპლომატი წერს, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა და ლიდერები პერიოდულად ღიად უპირისპირებოდნენ ერთმანეთს. წერილის თანახმად, ნიკოლა სარკოზიმ რუსეთი ჯარის გაყვანის ვალდებულების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რაც ლავროვმა უარყო. ამ დროს კი ნიკოლა სარკოზი ლავროვს საყელოში სწვდა და მატყუარა უწოდა. დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა კატეგორიულად მოსთხოვა რუსეთს დათანხმებულიყვნენ ჯარის გაყვანას.
დიპლომატი ასევე წერს, რომ რუსები უხეშად და ქედმაღლურად ექცეოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს და ცდილობდნენ მოლაპარაკებებიდან მის გარიყვას.
კონფიდენციალურ წერილში ნათქვამია, რომ მედვედევი ევროკავშირს კონტრასტული ფრაზებით მოიხსენიებდა და ზოგჯერ ევროპელების მიდგომას გაწონასწორებულს უწოდებდა, ზოგჯერ კი ექსტრემისტულს. ამავე შეხვედრაზე განაცხადა დიმიტრი მედვედევმა, რომ ის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. თუმცა სარკოზიმ დაუდასტურა, რომ ევროპელები ამას არასდროს დაეთანხმებოდნენ.















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1330 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar