მთავარი » 2010 » დეკემბერი » 2 » რუსთავში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის გამოფენა გაიხსნა
10:45 PM
რუსთავში კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის გამოფენა გაიხსნა



რუსთავის მე-17 საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლის დავით მაისურაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა და ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოფენაზე 33 ქართული, არაბული და ებრაული კალიგრაფიული ნიმუში იქნა წარმოდგენილი. გამოფენის მიზანი ნუსხური, მხედრული და ასომთავრული დამწერლობის პოპულარიზაციაა.
გამოფენის გახსნაზე ,,ახალგაზრდა კალიგრაფთა კავშირი” ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი მომავალი თაობის კალიგრაფიული წერით დაინტერესებაა. სკოლის მოსწავლეები ,,ახალგაზრდა კალიგრაფთა კავშირთან” აქტიურად ითანამშრომლებენ.
შეგასენებთ, რომ კონკურსი ,,ქართული კალიგრაფია” აპრილში საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,წამის” ორგანიზებით ჩატარდა.



















კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1388 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar