მთავარი » 2010 აგვისტო 31 » ჯონდი ბაღათურია ფასების 20%-ით ზრდაზე საუბრობს
3:31 PM ჯონდი ბაღათურია ფასების 20%-ით ზრდაზე საუბრობს | |
`ქართული დასი` საარსებო მინიმუმისა და პენსიის საკვებ პროდუქტებზე ფასების მიხედვით განსაზღვრას ითხოვს. ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ბარათაშვილის #2-ში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მოწყობილ აქცია-ბრიფინგზე განაცხადა. ბაღათურიას თქმით, პრეზიდენტის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, საკვები პროდუქტები 5%-ით გაძვირდა, სიმართლეს არ შეესაბამება; სინამდვილეში ვითარება გაცილებით რთულია. კერძოდ, როგორც ბაღათურია აცხადებს, სასურსათო კალათის ფასი, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ საარსებო მინიმუმიც ადეკვატურად უნდა გაიზარდოს და 150 ლარის ნაცვლად, დაახლოებით, 170-180 ლარით განისაზღვროს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |