მთავარი » 2010 აგვისტო 31 » ლეიბორისტების მიმართვა ხელისუფლებას
3:30 PM ლეიბორისტების მიმართვა ხელისუფლებას | |
ლეიბორისტული პარტია რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ახსნა-განმარტებებს სთხოვს. ოპოზიციურ პარტიას აინტერესებს, იგეგმება თუ არა საავადმყოფოს გასხვისება. ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი დღეს იოსებ შატბერაშვილმა გამართა. `ეს ის რესპუბლიკური საავადმყოფოა, რომელიც უნიკალურია ამიერკავკასიაში არამარტო შენობით და აპარატურით, არამედ მედპერსონალით. ეს საავადმყოფო, არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე გაყიდულია, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი მისი გაყიდვის შესახებ არ არსებობს,` განაცხადა შატბერაშვილმა. მისი განცხადებით, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მათი
მოთხოვნები შეიცვლება და ისინი დაწესებულების გაყიდვის გადაწყვეტილების
შეცვლას მოითხოვენ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |