მთავარი » 2010 » აგვისტო » 31 » პრეზიდენტი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს და გუბერნატორებს შეხვდა
3:27 PM
პრეზიდენტი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს და გუბერნატორებს შეხვდა



საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლებსა და რეგიონების გუბერნატორებს შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილმა ტურზიმის განვითარების აუცილებლობის ფარგლებში ახალი აეროპორტების მშებნებლობაზე უწყების წარმომადგენლებისაგან წინადადებებსა და ინიციატივები მოისმინა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანია `რაიან ეართან`. პროექტში მონაწილე პირველი ქალაქი ქუთაისი იქნება და ფრენები ქვეყნის შიგნით და ევროპის მიმართულებით განხორციელდება.

პროექტის მიხედვით საქართველოს რამდენიმე პირობის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმება და საავიაციო უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაა.

პრეზიდენტის დავალებით წლის ბოლომდე მზად იუნდა იყოს მესტიის აეროპორტი, ასევე უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა თუშეთში და ფოთში.

`ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ორ მილიონზე [ტურისტზე] მეტის შემოსვლაზეა საუბარი დღეს, დაახლოებით არის სამ მილიონამდე მომავალ წელს, და მე ვფიქრობ, 2013 წელს ჩვენ გადავალთ იმ რიცხვზე, როცა საქართველოში ტურისტების რაოდენობა მეტი იქნება ვიდრე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა. უნდა გვესმოდეს, რომ რა სწრაფად წავა ამის განვითარება, საბოლოო ჯამში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საქართველოს პოტენციალი უახლოესი ხუთი წლის თავზე არის ათი მილიონი ტურისტი, მაგრამ ეს არის დიდი მუშაობის შედეგი,` განაცხადა პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა ეკონომიკის მინისტრს `რაიან ეარის` წარმომადგენლობასთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ეკონომიკის მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, მოლაპარაკებები დაწყებულია და კომპანია პროექტებით სერიოზულად დაინტერესდა და მიმდინარეობს ტექნიკურ პრობლემებზე მუშაობა.

პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, პარლამენტში განსახილველად შეიტანოს კანონპროექტი, რომელიც გაამკაცრებს საავიაციო უსაფრთხოების ყველა ნორმას.














კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 834 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar