მთავარი » 2010 » აგვისტო » 30 » გარგარის „სუპი“ ჟოლოთი
6:58 PM
გარგარის „სუპი“ ჟოლოთი



შემადგენლობა:

0,5 კგ გარგარი;

250 მლ ვაშლის წვენი;

250 მლ გარგარის წვენი;

2 ს/კ შაქარი;

1 ჩ/კ ვანილის ფხვნილი;

100 გ. ჟოლო

მომზადება:

გარგარი გარეცხეთ, გაყავით შუაზე, მოაშორეთ კურკა.

ვაშლის და გარგარის წვენი ჩაასხით ქვაბში, დაამატეთ შაქარი და ვანილი, აურიეთ.

ქვაბი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ გარგარი და მოხარშეთ 2 წუთი.

გარგარის ნახევარი ამოიღეთ ქაფქირით, დანარჩენი მოხარშეთ კიდევ 2 წუთი.

გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.

ჩაასხით ბლენდერში, ათქვიფეთ პიურეს კონსისტენციამდე. მიღებული მასა შედგით მაცივარში.

გადადებული გარგარი დაჭერით წვრილად. ჟოლო გარეცხეთ და გააშრეთ.

სუპი დაასხით თეფშებზე, მორთეთ გარგარის ნაჭრებით და ჟოლოთი.










კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1242 | დაამატა: allfile | ტეგები: ჟოლო, გარგარის წვენი, ვაშლი, ვაშლის წვენი, გარგარი, ვანილის ფხვნილი, ვანილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar