6:35 PM ბოსტნეულის გარნირი ქოთანში | |
ინგრედიენტები • ტკბილი წიწაკა • ბადრიჯანი • ყაბაყი • სოკო • პომიდორი • მწვანე ხახვი • თავიანი ხახვი • ოხრახუში, ნიორი • მარილი პროდუქტების რაოდენობა აიღეთ გემოვნებით ტკბილი წიწაკა გაჭერით ორად, მოაშორეთ თესლები, ნახევარი დაჭერით 4-6 ნაწილად და მდუღარე წყალში გააჩერეთ 1-2 წუთი. ბადრიჯანი დაჭერით 6-8 ნაწილად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთი, გარეცხეთ ცივ წყალში, გაწურეთ და თითოეული ნაჭერი კიდევ 3-4 -ად გაჭერით. ყაბაყი გაასუფთავეთ კანისგან, დაჭერით კუბიკებად. ასევე დაჭერით თავიანი და მწვანე ხახვი ღეროების გარეშე. ახალი სოკო დაჭერით. წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი და სოკო მოთუშეთ ცალ-ცალკე ზეთში და ულუფებად ჩააწყვეთ თიხის ქოთანში. დაამატეთ ახალი პომიდვრის ნაჭრები, ოხრახუშის ფოთლები და მოთუშეთ თავდახურული აერღუმელში 25-30 წუთი. გადაწურეთ ბოსტნეულის წვენის ნაწილი, მასში დაამატეთ მარილი და დაჭყლეტილი ნიორი, შეასქელეთ და დაამატეთ უკან ქოთანში. სუფრასთან მიიტანეთ ცივი ან ცხელი, გარნირად ან დამოუკიდებელი კერძის სახით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |