მთავარი » 2010 » აგვისტო » 30 » პუტინს საქართველოს შეიარაღება აშფოთებს
2:49 PM
პუტინს საქართველოს შეიარაღება აშფოთებს

Ambebi.Geრუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გაზეთ "Коммерсант"-ს ინტერვიუ მისცა. პუტინმა რუსეთის შიდა და საგარეო პრობლემებზე ღიად ისაუბრა. 

პუტინი გამოცემას არწმუნებდა, რომ ЮКОС-ის ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ ხოდორკოვსკისა და МЕНАТЕП-ის ყოფილი ხელმძღვანელის პლატონ დევედევის სასამართლო საქმის მეორე პროცესთან შეხება არ აქვს. ”ის სასჯელს დამსახურებულად იხდის. მე ის კუთხეში არ მიმიმწყვდევია”, - განაცხადა პრემიერმა ხოდორკოვსკისთან დაკავშირებით.

პუტინმა ასევე აღიარა, რომ ხელოვნების მოღვაწეებთან შეხვედრამდე, რომელიც საქველმოქმედო მიზნებს ემსახურებოდა, არც კი იცოდა, ვინ იყო იური შევჩუკი: ”მითხრეს, რომ ის მომღერალი იყო და ძალიანაც გამეხარდა. პეტერბურგში ნიჭიერი ადამიანები გვყავს და ბატონი შევჩუკი ერთ-ერთი მათგანია. მითხრეს, რომ ის ოპოზიციურად განწყობილია. ძალიან კარგი! მადლობა ღმერთს, ჩვენთან ადამიანებს აქვთ უფლება, ილაპარაკონ, რაც სურთ. ისე კი, მასთან პოლემიკაში შესვლას სულაც არ ვაპირებდი”.

რუსეთ-აშშ-ის ”გადატვირთვასთან” დაკავშირებულ კითხვაზე პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებისა და საქართველოს გადაიარაღების გამო, ”გადატვირთვის”  შედეგებს ვერ ხედავს.   

”ძალიან მინდა, მჯეროდეს ”გადატვირთვის”. აშკარაა, რომ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ესწრაფვის, თუმცა მეორეს მხრივ, იმასაც ვხედავთ, რომ საქართველოს შეიარაღება გრძელდება. რატომ? რომ არა საქართველოს იარაღით მომარაგება, ორი წლის წინ სისხლისღვრა არ იქნებოდა. ამის შესახებ ჩვენ პარტნიორებს, მათ შორის ევროპელებს, ვაფრთხილებდით, მაგრამ ხმა არ აიმაღლეს. რითი დასრულდა ეს? ომით. საქართველოს შეიარაღება ახლაც გრძელდება”.

”ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციაზე ბევრი ვისაუბრეთ. თითქოს შევთანხმდით კიდეც - პოლონეთში სისტემები აღარ განთავსდება. შესანიშნავია! თუმცა, მაშინვე გამოაცხადეს, რომ სისტემების განთავსებას ევროპის სხვა ქვეყნებში აპირებენ. აბა, სადაა ”გადატვირთვა”? ასე რომ, ამ საკითხებში ჩვენ მას ვერ ვხედავთ”, - განაცხადა პუტინმა.

მომზადებულია kommersant.ru-ს მიხედვით.















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1234 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar