მთავარი » 2010 » აგვისტო » 30 » მის ბიკინი 2010 / Miss Bikini 2010
1:47 PM
მის ბიკინი 2010 / Miss Bikini 2010

www.allfile.do.am - internet files encyclopediaკონკურსი
"მის ბიკინი" საქართველოში მეხუთედ გაიმართა. მასში 17-დან 25 წლამდე
გოგონები მონაწილეობდნენ. გრიგოლეთში ჩატარებულ კონკურსში 18 წლის თაკო შუბითიძემ გაიმარჯვა.

იგი დეკემბერში ვიეტნამში გაემგზავრება საერთაშორისო კონკურს "მის დედამიწა-2010"-ში მონაწილეობისთვის.

- თაკო, როგორ მოხვდი კონკურსზე?
-
შარშან სილამაზის კონკურს "მის იუნიორში" ვმონაწილეობდი, რომელსაც ასევე
ქალბატონი მაია ზაალიშვილი ორგანიზატორობს, "მის ბიკინიში" მონაწილეობა
სწორედ მან შემომთავაზა და დავთანხმდი. მშობლებმა გადაწყვეტილება
მომიწონეს, მაგრამ შეყვარებულმა სასტიკი უარი განმიცხადა...

- მერე?
-
რაღა უნდა მექნა, ავდექი და გავიპარე, თუმცა შეყვარებულს ჩემი გამარჯვება
ჩემზე მეტად გაუხარდა. უკვე შეგუებულია იმას, რომ მოდელი ვარ.

ისე, უამრავ კონკურსსა თუ ჩვენებაში მიმიღია მონაწილეობა, კონკურს "მის სპორტზე" ვიცე-"მის სპორტის" ტიტული მერგო.

www.allfile.do.am - internet files encyclopedia- სპორტის რომელი სახეობით ხარ გატაცებული?

- მშვილდოსნობით.

- როგორც ვიცი, ვიეტნამში წასასვლელად ემზადები...

-
სპონსორი თუ არ გამომიჩნდა, ან ჩემი ფინანსებით მომიწევს წასვლა, ან
ვიცე-"მის ბიკინის" გაუშვებენ. მეორე ადგილზე მარი ბაცანაძე გავიდა,
მესამეზე - ელენე გამყრელიძე.

- მოდელობის გარდა კიდევ რა პროფესიის დაუფლება გსურს?

- პირველ რიგში, მსურს, წარმატებული მოდელი გავხდე, ისე კი ტელეჟურნალისტობას ვაპირებ.

მაია ზაალიშვილი, კონკურს "მის ბიკინის" ხელმძღვანელი:

-
საქართველოში კონკურს "მის ბიკინიზე" არასწორი წარმოდგენა აქვთ. ამ
კონკურსში, პირველ რიგში, სხეულს ექცევა ყურადღება - საცურაო კოსტიუმში
ნაკლს ვერ დაფარავ. "მის ბიკინიზე" მონაწილეთა გარეგნობა ძალიან მკაცრად
ფასდება.

- თაკომ გვითხრა, რომ თუ სპონსორი არ გამოჩნდა, თავისი ფინანსებით მოუწევს ვიეტნამში "მის დედამიწაზე" გამგზავრება...
-
სამწუხაროდ, ასეა. ამ ბავშვებს ხელის შეწყობა სჭირდებათ, მაგრამ... "მის
ბიკინი" პრესტიჟული კონკურსია, სხვათა შორის, ქართველი "მის ბიკინები"
საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე ძალიან მოსწონთ და ვინაიდან სხეულის
არც ერთი ნაწილი გადაკეთებული არ აქვთ, "ნატურალურ მისებს" უწოდებენ.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)













კატეგორია: მოდა | ნანახია: 2131 | დაამატა: allfile | ტეგები: თაკო შუბითიძე, ნინო მაისურაძე, tako, ყველა სიახლე, Miss Bikini 2010, მის ბიკინი 2010, tako shubitidze, shubitidze | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar