მთავარი » 2010 აგვისტო 28 » საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრება
7:14 PM საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრება | |
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის დებატებში. 23 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა.(აშშ-ა დროით 15.00) ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ასამბლეის მსვლელობისას გაეროს გენერალური მდივნის სახელით სახელმწიფოსა და მთავრობათა მეთაურებისათვის გაიმართება ლანჩი, ასევე აშშ-ს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის წევრებისთვის სპეციალურ მიღებას გამართავს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი დაესწრება. შტატებში ვიზიტისას, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპის, ლათინური, ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |