მთავარი » 2010 » აგვისტო » 28 » მარიამობის დღესასწაულზე 240 პატიმარი შეიწყალეს
4:01 PM
მარიამობის დღესასწაულზე 240 პატიმარი შეიწყალეს



მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 240 პატიმარი შეიწყალა, აქედან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 211, მათ შორის 3 არასრულწლოვანი და 10 ქალი მსჯავრდებულია. შესაბამისად ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებენ.

პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის 27 პატიმარს გაუნახევრდა და 2 პატიმარს შეუმცირდა სასჯელის ვადა.

შეწყალების კომისიამ რეკომენდაციის მიცემისას პატიმრების დანაშაულის სიმძიმე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა ფაქტორები გაითვალისწინა. შეწყალებულები საპატიმროებს დღესვე დატოვებენ. 240 შეწყალებულს შორის არიან ეკა ბესელიას შვილი და ძმაც, რომლებსაც რამდენიმე საათში გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლებენ.










კატეგორია: სამართალი | ნანახია: 1218 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar