მთავარი » 2010 » აგვისტო » 28 » პაპუნა დავითაია საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა
3:59 PM
პაპუნა დავითაია საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა


საქართველო და ირანი ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს აღრმავებენ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია დღეს ირანის ელჩს მაჯიდ სამაზადე საბერს შეხვდა.

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმის განვითარება და პირდაპირი ავიარეისები იყო შეხვედრის თემები. სახელმწიფო მინისტრმა და ირანის ელჩმა ფერეიდანში მცხოვრები ქართველების პრობლემებზეც ისაუბრეს.

`მნიშვნელოვანია, რომ ირანს ყავს საქართველოში ახალი ელჩი. მნიშვნელოვანი იყო მასთან გაცნობა-გასაუბრება და იმ თემების განხილვა, რაც შეეხება ქართველების კულტურულ ცხოვრებას, მათ ინტეგრაციას ქართულ კულტურულ და სამეცნიერო ცხოვრებაში და კვლევას იმ სფეროებისა სადაც მოღვაწეობდნენ ქართველები ირანში,` განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

`საინტერესო შეხვედრა შედგა, განვიხილეთ საკითხები ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესახებ. ასევე ვისაუბრეთ ტურიზმსა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე,` განაცხადა ელჩმა.










კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1282 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar