მთავარი » 2010 აგვისტო 28 » 28 აგვისტო ღვთისმშობლის მიძინების დღეა
3:52 PM 28 აგვისტო ღვთისმშობლის მიძინების დღეა | |
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი
იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა,
მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის
ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |