მთავარი » 2010 » აგვისტო » 26 » პრეზიდენტმა მინისტრებს დავალება მისცა
5:46 PM
პრეზიდენტმა მინისტრებს დავალება მისცა



პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიღმის ერთ-ერთ სუპერმარკეტში სამომხმარებლო კალათის პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებს გაეცნო და პრემიერსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირების გეგმის ერთ კვირაში წარმოდგენა დაავალა.
მიხეილ სააკაშვილმა სუპერმარკეტში პურის, შაქრის, წიწიბურას და ზეთის ფასები იკითხა და დაასკვნა, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად პურის ფასის ზრდა აწუხებს. მან პურის გაძვირების მიზეზის გარკვევა პრემიერ ნიკა გილაურთან და სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელთან სცადა. მათი განმარტებით, ამის მიზეზი რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში ხორბლის მოსავლის შემცირება და საექსპორტო ბაზრის ჩაკეტვაა.

`ამ მხრივ ხორბალი მთავარია და ხორბლის გაძვირება ყველა იმ პროდუქტის ფასზე აისახება, რომლებიც ხორბლისგან მზადდება,` განაცხადა გილაურმა. პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ საჭიროა ხორბლის ბაზრის დივერსიფიცირება ისე, როგორც ეს ენერგეტიკის ბაზარზე რამდენიმე წლის წინ განხორციელდა.

`ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ მომწოდებელსა და ერთ წყაროზე. ფასის მცირე რყევებმა ჩვენს მოსახლეობაზე ძლიერად არ უნდა იმოქმედოს. ერთ კვირაში მოამზადეთ პაკეტი იმ ღონისძიებებისა, რომლებიც შეიძლება, რომ ამ მიზნით გავატაროთ. ამასთან, განსაკუთრებულად უნდა ვცადოთ, სოციალურად დაუცველი ოჯახები დავიცვათ,` განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა სუპერმარკეტში სტუმრობის ბოლოს შერჩეული პროდუქტის შინ წაღება პრემიერს შესთავაზა. `შინ ახალშერთული ცოლი და შვილი გელოდებათ, ასე რომ, თქვენ წაიღეთ ეს პროდუქტი`, - მიმართა სააკაშვილმა ნიკა გილაურს.






კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1181 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar