მთავარი » 2010 » აგვისტო » 26 » ლეიბორისტული პარტიის მორიგი ბრალდება
5:44 PM
ლეიბორისტული პარტიის მორიგი ბრალდება



ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას სახელმწიფო ქონების არასათანადო ფასად გასხვისებაში ადანაშაულებს. პარტიის წევრის, კახა ძაგანიას მტკიცებით, 50 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობ-საბადო ხელისუფლებამ 100 ლარად გაყიდა.

ლეიბორისტების ინფორმაციით, ხელისუფლებამ კახეთში ერთი ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც ნავთობ-საბადოა, ერთ-ერთ ებრაელ ბიზნესმენს სწორედ 100 ლარად მიყიდა.

მისივე განმარტებით, გაყიდვამდე უკვე ცნობილი იყო, რომ საბადო 800 მილიონი ბარელის მოცულობის იყო და ამ საბადოდან მოპოვებული ნავთობის ღირებულება, დღევანდელი ტარიფებით, 50 მილიარდ დოლარს შეადგენს.








კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1200 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar