მთავარი » 2010 » აგვისტო » 26 » ლარს თანელი პრემიერ მინისტრს შეხვდა
5:42 PM
ლარს თანელი პრემიერ მინისტრს შეხვდა



საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელი, ლარს თანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა საქართველოს ეკონომიკის, განსაკუთრებით, ფინანსური სექტორის მხადაჭერა იყო. საუბარი შეეხო იმ პროექტებსაც, რომლებსაც კორპორაცია საქართველოში ახორციელებს - ესენია საგადასახადო სისტემის მოდერნიზაციის, კორპორაციული მართვისა და სურსათის უვნებლობის პროექტები.

დღემდე კორპორაციამ საქართველოში 340 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტები განახორციელა. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ის ორგანიზაციაა, რომელმაც 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ ქართულ ბანკებს მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა და საკუთარი წვლილი შეიტანა ქართული საფინანსო სექტორის მდგრადობის შენარჩუნებაში.








კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1189 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar