დღეს პორტუგალიის ქალაქ ფაფეში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
შესარჩევი ეტაპის ბოლოს წინა მატჩს ჩაატარებს. ბელგიასთან წაგებამ და სხვა
ჯგუფებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი გუნდის ჯგუფიდან გასვლის შანსი
მინიმუმამდე შეამცირა. ორივე გუნდის ლიდერს მცირე ტრავმა აქვს - ზაზა
ფაჩულიას კვლავ აწუხებს მუხლი და გუშინდელ ვარჯიშზე იგორ კოკოშკოვმა
ატლანტა ჰოუქსისი კალათბურთელ მსუბუქად დატვირთა. ფაჩულია სავარაუდოდ, დღეს
ძირითად შემადგენლობაში იქნება. დღევანდელი შეხვედრა 00:30 საათზე
დაიწყება.