2:52 PM ლიტვის პრეზიდენტი: საქართველო პრიორიტეტული პარტნიორია | |
`საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პარტნიორია` ეს სიტყვები ლიტვის პრეზიდნტს ეკუთვნის. დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, ლიტვის საგარეო პოლიტიკაში ყველაზე მთავარ ადგილს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა უნდა იკავებდეს, როგორიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვაა. ამის მიზეზად კი გრიბაუსკაიტე სამივე ქვეყნის ევროკავშირის `აღმოსავლეთ პარტნიორობის` პროგრამაში მონაწილეობას ასახელებს. ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკვე ოთხჯერ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და პირადად დარწმუნდა საქართველოს განვითარებაში. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, გრიბაუსკაიტე აცხადებს, რომ საგარეო კავშირები მოსკოვთან და მინსკთან არ უნდა იყოს გულუბრყვილო. `ჩვენ გახსნილები ვართ ურთიერთობებისთვის და პარტნიორობისთვის, ვხედავთ პოზიტიურ ტენდენციებსაც, მაგრამ არც გულუბრყვილოები ვართ, სიფრთხილით ვეკიდებით ყველა ინიციატივას, რომელთა შორის ზოგიერთი ჩვენთვის უსარგებლოც კია,` განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |